მთავარი იდეა ‘’მინი პარლამენტი’’ როგორ მუშავდება კანონები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში?
მნიშვნელობა/აქტუალობა ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაიეცნობიან კანონპროექტის შემუშავებას,აგრეთვე მის მიღებას და დამტკიცების პროცერდურებს...
მიზნები და შედეგები მოქ.XI/XII 3. მოსწავლე იკვლევს მოქალაქის შესაძლებლობებს სამართლებრივ
სახელმწიფოში.
შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:
• მსჯელობს კანონის მიღებისა თუ შეცვლის წესებზე; განიხილავს ადათსა თუ კანონზე
საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და ადარებს ერთმანეთს.
• მონაწილეობს დებატებში `რომელი წესებია უფრო ძლიერი _ დაწერილი თუ დაუწერელი?~;
საკუთარ პოზიციას ასაბუთებს კონკრეტული მაგალითების (თანამედროვე
სინამდვილიდან, მხატვრული ლიტერატურიდან ან ისტორიიდან) განხილვით და შეფასებისას
გამოყოფს კრიტერიუმებს, რომლებსაც ის ეყრდნობა;
• მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის,
რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას;
• განიხილავს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს;
გამოყოფს შესაბამის სამოქალაქო მოვალეობებს; მსჯელობს უფლება-მოვალეობების
განხორციელების კონსტიტუციურ საშუალებებზე;
• დროის ხაზზე აღნიშნავს იმ ეტაპებს, როდესაც მოიპოვა მისთვის მნიშვნელოვანი
უფლება და გაუჩნდა განსაკუთრებული მოვალეობა; იმავე ხაზზე აღნიშნავს ეტაპებს,
როდესაც მას განსხვავებული (დამატებით ი ან გაფართოებული) უფლება-მოვალეობები
გაუჩნდება (მაგ: მართვის, არჩევნებში მონაწილეობის, დაოჯახების, სამხედრო
სამსახური და ა.შ.); წერს ესსეს `ჩემი უფლებები და მოვალეობები~.
• საქართველოს კონსტიტუციაში მოიძიებს და აჯგუფებს იმ დებულებებს, რომლებიც
უზრუნველყოფს მისი – მოქალაქის პირადი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას; თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად ამ საკი-
თხის განხილვისას მსჯელობს მოქალაქის კონსტიტუციურ მოვალეობებსა და მათგან
თავის არიდების მოსალოდნელ შედეგებზე.
• ჩამოთვლის ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო თუ ეროვნულ დოკუმენტებსა
და ორგანიზაციებს; საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაგალითზე მსჯელობს
ასეთი ორგანიზაციების���������������������� ეფექტიანობის შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები აუცილებლად ევქმნით „მინი პარლამენტს“,გადავანაწილებ როლებს და თვითოეულ ბავშვს მივცემ დავალებად ერთი კანონპროექტის შემუშავებას(ეთმობა ერთი გაკვეთილი).შემდეგ ხდება დაწერილი კანონების პღეზენტაცია.(ეთმობა ერთი გაკვეთილი),თვითოეუოლი კანონპროექტის შემუშავებისას იმართება კლასში დებატები.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ აუცილებლად უნდა იცნობდნენ საქართველოს კონსტიტუციას,როგორც საქართველოს უზენაეს კანონს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოვიყენე,საქართველოს კონსტიტუცია,ინტერნეტი,კალამები და ფურცლები.
საწავლო პროექტის მსვლელობა კლასში ვქმნი „მინი პარლამენტს“,
თვითოეულ მოსწავლეს ვაძლევ დავალებად მოიფიქრონ თითო კანონი,რის შემდეგაც ხდება კანონების კლასში განხილვა (1 გაკვეთილი);
იმართება დებატები, ხდება კანონის შემუშავება-დამტკიცება (1 გაკვეთილი);
მოსწავლეები ამზადებენ პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამაში (3 დღე);
იქმნება ჟიური ნამუშევრის შესაფასებლად; ჟიურის წევრებს ირჩევენ მოსწავლეები (1 დღე);
წარმოადგენენ პრეზენტაციას, რომელიც შეფასდება ჟიურის მიერ (1 გაკვეთილი);
1-3 4-5 6-8 9-10
პრეზენტაცია ვერ ახდენს მასალის წარმოდგენას უჭირს მასალის სრულყოფილად გადმოცემა საკმარისად კარგად წარმოადგენს მასალას კარგად წარმოადგენს მასალას
No comments:
Post a Comment